19.დეკემბერი .2019 00:35

მალდივები Google-ის TOP-10 საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სათავეშია

views 537
უკან

მალდივები Google-ის TOP-10 საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სათავეშია. ამის შესახებ trends.google.com-ი იტყობინება.

აღნიშნული რეიტინგი ცხადყოფს, რომ მომხმარებლების მხრიდან ინტერესი და მოთხოვნა უფრო ეგზოტიკური ტურისტული მიმართულებისაკენ იხრება.

მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების სიაში მეორე ადგილს იაპონია იკავებს, მესამეზე კი საფრანგეთის კუნძული ბორა-ბორაა. ტოპ ხუთეულში ასევე მოხვდა აშშ-ის ქალაქი ლას-ვეგასი და მექსიკის დედაქალაქი მეხიკო.

Google-მა მსოფლიოში მოგზაურობისთვის ყველაზე სასურველი ადგილების რეიტინგი 2019 წელს მომხმარებლების მიერ საძიებო ველში ყველაზე ხშირად ჩაწერის მონაცემთა გაანალიზების შედეგად შეადგინა.

Google-ის TOP-10 საუკეთესო ტურისტული მიმართულებებია:

1. მალდივები
2. იაპონია
3. ბორა-ბორა
4. ლას-ვეგასი
5. მეხიკო
6. ალასკა
7. ნიუ-ორლეანი
8. კალიფორნია
9. ნიუ-იორკი
10. კოსტა-რიკა