მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე მსოფლიოში საჰაერო ტაქსები გამოჩნდება

5fd24fbcf3b36
თათია კაკიაშვილი
10.12.20 21:30
1006
მას შემდეგ, რაც Uber–მა სილიკონის ველიზე ერთ-ერთ სტარტაპად თვითმართვადი მანქანის პროექტი წარადგინა, კომპანია ახლა უფრო ამბიციურ განცხადებას აკეთებს მფრინავი მანქანების შექმნის ანონსით.
Forbes-ის ინფორმაციით, სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ uber-მა მფრინავი მანქანის პროექტი - Uber Elevate კომპანია Joby Aviation-ს გადასცა და პროექტში 75 მილიონი დოლარის ინვესტიციაც ჩადო.

პროექტის იდეის ავტორი და ასევე მისი აღმასრულებელი კომპანია შეთანხმდნენ, რომ ისინი ბიზნეს პარტნიორები მას შემდეგ გახდებიან, როდესაც მფრინავი მანქანა ბაზარზე გამოჩნდება.

ამ ორი ტექნოლოგიური მიღწევის გაერთიანებით, Uber-ის მენეჯმენტი ძალას არ იშურებს, რომ კომპანიამ კიდევ უფრო მეტი ფინანსური მოგება ნახოს და ბაზარზე ისეთი ინიციატივებით გამოდის, რომელსაც კრიტიკოსები “ფულის ორმოდ” აფასებენ. ცხადია, აქცენტი კომპანიის მთავარ სერვისზე და პანდემიის ერთ-ერთ ნათელ წერტილზე კეთდება, ესაა მიწოდების სერვისი, რომელიც სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Uber–მა ცოტა ხნის წინ კონკურენტი, Postmates–ი შეიძინა, რითაც სერვისის მიწოდების გაორმაგების შესაძლებლობა გაუჩნდა.

რაც შეეხება თავად საჰაერო ტაქსებს, ანალიტიკოსების პროგნოზით, ჯერ კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერც თვითმართვადი და ვერც საჰაერო ტაქსები ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მათი განვითარების წლიური ხარჯები ასობით მილიონ დოლარს საჭიროებს.

“ვიცი, რომ არსებობს კითხვები იმის შესახებ, დარჩა თუ არა Uber-ს "დიდი, თამამი" ფსონები. მთავარი ფსონი ახლა იმაზე კეთდება, რომ კომპანია გახდეს უდავო გლობალური ლიდერი როგორც მობილობაში, ასევე მიწოდების სფეროში”, - განაცხადა Uber–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროშაჰიმ.

Forbes-ი წერს, რომ კომპანია ახლა უკვე შეეცდება, ისეთი საჰაერო ტაქსის სერვისი უზრუნველყოს, რომელიც დიდ ქალაქებში, ზედმეტად ხალხმრავალი საავტომობილო გზების ალტერნატივას შექმნის. ასე რომ, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის მსოფლიოს ერთ დიდ ქალაქში მაინც შევძლებთ მფრინავი ტაქსების ხილვას. თუმცა, ცხადია, ჯერ მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ ასეთი ტაქსების საჰაერო გადაადგილების უფლება და მარშრუტები, რადგან ფრენის დროს ინოვაციური ტაქსები ვერტმფრენებთან და თვითმფრინავებთან არ გადაიკვეთოს.

და, რაც მთავარია, Uber-ის მომხმარებლები ერთ-ორ წელიწადში აპლიკაციაში საჰაერო ტაქსის სერვისის არჩევასაც შეძლებენ.