მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Malibu Flowers: “ქორწილებზე რეგულაციები თუ არ მოიხსნა არ ვიცი მომავალ წლამდე როგორ მივალთ”

5f0358a83bd89
ანუკა ჯოხაძე
06.07.20 22:00
1241
თბილისის მასშტაბით ყვავილების რეალიზატორები ამბობენ, რომ მათი დატვირთულობა განახევრებულია, ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ დრომდე არ არის დაშვებული მასობრივი ღონისძიებები, რომელიც მათი შემოსავლების 50%-ს ავსებდა.

ყვავილების მაღაზია Malibu Flowers-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ კლდიაშვილი ამბობს, რომ გაყიდვები ძირითადად შემცირებულია ქორწილების და ღონისძიებების გაფორმების მიმართულებით, ხოლო ყვავილების საცალო გაყიდვები მისი განმარტებით, იგივე დონეზეა შენარჩუნებული. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგულაციების შემსუბუქება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი კომპანია კრიზისს ვერ გაუძლებს.

“ჩვენი ძირითადი შემოსავალი არის ის, რომ ქორწილები, ივენთები, გაფორმება და დაბადების დღეები, რადგან ეს არის გაუქმებული და ვართ გაურკვეველ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. მოთხოვნა არის ქორწილებზე, ჩვენ არ ვმუშაობთ, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, გვყავს უცხოელი მომხმარებლებიც, შესაბამისად ჯავშნები, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა სექტემბერში, აგვისტოში, არის კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ… ერთადერთი გამოსავალი ჩვენ რომ  ოპერირება გავაგრძელოთ, არის რომ ქორწილი დაიშვას, ერთადერთი პრობლემა ეს არის", - აცხადებს Malibu Flowers-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ კლდიაშვილი.