მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალიორკაზე გაიხსნა სასტუმრო, რომელიც მხოლოდ ქალებს ემსახურება

5d9b3842600bf
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 01:00
1107

სასტუმრო მხოლოდ ქალებისთვის - ესპანეთში, პოპულარულ ტურისტულ კუნძულ მალიორკაზე, 39-ადგილიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მხოლოდ მანდილოსნებს უმასპინძლებს.



როგორც ესპანური გამოცემა Abc.es წერს, Som Dona Hotel-ის გახსნის იდეა გასული წლის ივნისში გაუჩნდათ; სასტუმრო  Porto Cristo-ზე მდებარეობს. სასტუმროს საცურაო აუზი, ბარი,  რესტორანი, სპა და სილამაზის ცენტრები აქვს.


სასტუმრო ექსკლუზიურად არის 14 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის. სასტუმროს შემქმნელებს ვიზიტორებისთვის მაქსიმალური ასაკი არ დაუწესებიათ; ისინი იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში მანდილოსნების სიმრავლე მუდამ ექნებათ.