01.ივლისი .2022 23:45

მამისონის უღელტეხილის ერთ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

მამისონის უღელტეხილის ერთ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა
views 438
უკან

ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 131-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 131-ე კილომეტრზე ღვარცოფის და გამონატანების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.