მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე - ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება უამრავ სამუშაო ადგილს გააქრობს

5dc7e634bc66f
BM.GE
10.11.19 14:25
3510
საქართველოს ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე ლისაბონში გამართულ Web Summit-ს დაესწრო და დემოკრატიის განვითარების შესახებ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ბახტაძის თქმით, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იქცეს, რაც ტექნოლოგიური პროგრესის მიერ სამუშაო ადგილების გაქრობასთან არის დაკავშირებული.

მე სოციალური მედიის ზრდას მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შემადგენელ ნაწილად მივიჩნევ. ჩემი აზრით სოციალური ქსელის მომავალთან დაკავშირებით არსებული კითხვები, არ არის ყველაზე რთული და კომპლექსური კითხვები, რომელზეც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ - როგორც დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა დავსვათ კითხვა - რას მოვიმოქმედებთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის თანმდევი როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური ფაქტორების საპასუხოდ? განსაკუთრებით, ხელოვნურ ინტელექტთან და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სამუშაო ძალის დიდ ნაწილს შეამცირებს, თუმცა ამავდროულად გააჩენს ახალ პროფესიებს და ახალ შესაძლებლობებს. ჩემი აზრით მთავარი კითხვა უნდა იყოს შემდეგი - არიან თუ არა ჩვენი დემოკრატიები მზად, ასეთი დიდი ცვლილებებისთვის?

ამ მხრივ კი განსაკუთრებით პრობლემური ჩემი აზრით, განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში, განათლების სისტემების მიმართულებით არსებული დაბალი ხარჯებია.ეს ჩემი აზრით, შეიძლება გახდეს კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური უთანასწორობისა და დაშორების მიზეზი შედარებით მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. ამასთანავე, ამას თავად საზოგადოებებშიც შეუძლია უთანასწორობა გააღრმავოს. ეს კი თავისმხრივ, დემოკრატიისთვის მზარდი საფრთხე შეიძლება იყოს,”- Web Summit-ზე განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ლისაბონში გამართულ Web Summit 2019-ზე:

What next for democracy from Web Summit on Vimeo.