საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.
კერძოდ, მამუკა ბახტაძე მონაწილეობას იღებს ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმში, რომელსაც 100-ზე მეტი ცნობილი ეკონომისტი, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, ბანკირები და ინვესტორები ესწრებიან.
ფორუმში მონაწილე ინვესტორები 150 მილიარდი აშშ დოლარის ჯამური მართვის ქვეშ მყოფი აქტივებით არიან წარმოდგენილი.
ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, რომლის სახელწოდებაა - „ფული 2025: კერძო ბანკები, ცენტრალური ბანკები თუ ბლოკჩეინ ციფრული ვალუტები“ მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი გამომსვლელი იყო.
ბახტაძესთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებს აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის მე-13 თავმჯდომარე კრისტოფერ ჯანკარლო.
პანელზე გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში.
გარდა ამისა, ის შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ¼-ია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია „IOHK“-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც, მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.
ყოფილმა პრემიერმა, ასევე ისაუბრა ციფრული ვალუტის მომავალზე, მისი რეგულაციის გზებზე, ეროვნული ბანკის როლზე ციფრული ვალუტის რეგულაციებში და ბლოკჩეინ ციფრული ვალუტის უპირატესობებზე მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში.
ცნობისთვის: გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დავოსში ხვალიდან იწყება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი