საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
Bm.ge ბახტაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იმის ფონზე, რომ მსხვილ ეკონომიკებსა და მეზობელ ქვეყნებში ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები შეინიშნება.
რეიტინგის გაუმჯობესება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, მაგრამ ის არის ერთადერთი მექანიზმი, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს და დავძლიოთ სიღარიბე.
რეიტინგის ზრდა განაპირობა გატარებულმა და დაგეგმილმა რეფორმებმა.
განსაკუთრებით იქნა აღნიშნული: სავაჭრო დეფიციტის შემცირება; ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციები; ეროვნული ბანკის გაზრდილი რეზერვები; მიწის რეფორმა; დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების რეფორმა (რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის 25% ყოველთვის მოხმარდება ეროვნულ იდეას - განათლებას).
სამწუხაროდ, სიღარიბე საქართველოში რჩება უმთავრეს გამოწვევად და ეს ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური პოპულიზმისთვის. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იმ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, რომელიც შექმნილია - ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ის უზრუნველყოფს ქვეყნის წინაშე არსებული უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების სისტემურ გადაჭრას.
როგორც ჩემს ბოლო მიმართვაში აღვნიშნე და დღევანდელი დღე ამის დასტურია, 2022 წლისთვის არსებობს რეალური პერსპექტივა საინვესტიციო რეიტინგის მიღების. ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, მეტ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ სიღარიბესა და ცხოვრების ევროპულ დონესთან მიახლოვების რეალური პროცესის დაწყებას“, - წერს ბახტაძე.
ცნობისთვის: Standard & Poor's-მა 2011 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა. 11 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს რეიტინგი "BB მინუსიდან" “BB”-მდე გააუმჯობესდა, რაც ერთი საფეხურით წინსვლას ნიშნავს. განახლებული რეიტინგის პროგნოზი კი, "სტაბილურია".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება