02.სექტემბერი .2019 14:05

მამუკა ბახტაძის “დანერგილი ინიციატივები სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლისთვის”

views 111
უკან

მთავრობის ხელმძღვანელობისას შესრულებული სამუშაოების შეჯამებისას მამუკა ბახტაძე სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლისათვის “დანერგილი ინიციატივები” გამოყო.

“მცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი ეკონომიკური მოდელის მთავარი პრიორიტეტი. მისი შემდგომი განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა.

ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად დავნერგეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები. გამოვყოფ რამდენიმეს:

• საკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება;

• 1%-იანი გადასახადის შემოღება (500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებში);

• საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება;

• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების მასშტაბური ზრდა",- ნათქვამია ბახტაძის მიმართვაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა