ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულების და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
აღნიშნული სისტემის მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა (AGECF) გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა King & Spalding LLP-თან.
კონტრაქტის ბიუჯეტი $55,000 დოლარია. ეს ამ ფონდის მეორე ლობისტური კონტრაქტია, რადგანაც პირველი $40,000-ის კონტრაქტი ასევე თებერვალში ფირმა Delahunt Group International LLC-თან გაფორმდა.
კონტრაქტის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენს.
მამუკა ბახტაძემ ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი გასული წლის დეკემბერში წარადგინა. მაშინ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ რეგიონში აშშ-ის ინვესტიციები იკლებს.
“ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთია და კვლევებიც ამაზე მიანიშნებენ, რომ ამერიკულ კომპანიებს აქვთ ნაკლებობა ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტებისა, რათა აზიურ და რუსულ კომპანიებს გაუწიონ კონკურენცია.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა უნდა იყოს ამის გასაღები, რათა შევქმნათ ახალი შესაძლებლობები. ეს იყო ჩემი და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრების ძირითადი მოტივაცია, რომ დაგვეფუძნებინა ეს ორგანიზაცია - “ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი”, - 2022 წლის დეკემბერში განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი 2019 წლის სექტემბერში დატოვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს