02.სექტემბერი .2019 19:20

მამუკა ბახტაძის მთავარი მიღწევა და გამოწვევა

views 100
უკან

პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ თოქ შოუების წამყვანებთან გამართული შეხვედრისას, მამუკა ბახტაძეს მედიამ მთავრობის თავმჯდომარეობისას 2 მიღწევის და მისი მხრიდან ორი გამოწვევის წარმოჩენის დასახელება სთხოვა. მამუკა ბახტაძემ ამ კითხვაზე საპასუხოდ ყურადღება მხოლოდ განათლების რეფორმაზე გაამახვილა.

"უპირველეს ყოვლისა გამოვყოფდი განათლებას, როგორც ეროვნულ იდეას. ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე, ბევრი კომენტარი მაქვს გაკეთებული. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავძლიოთ ის პრობლემები რაც გვაქვს ქვეყანაში.
საქართველოს უახლოესი ისტორიიდან ჩვენ ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას ვიცნობთ. რომელი პოლიტიკური ძალა იტყვის რომ ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლებაზე?! ისეთ რეფორმაზე, რომლისგანაც პოლიტიკურ დივიდენდს ის ვერ მიიღებს, ვინაიდან ეს არის გრძელვადიანი რეფორმა. სამწუხაროდ, ასეთი არ არსებობდა.

მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნეირი ადამიანი, რომ მე, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრს, დღეს ეს არ მიწევდეს, რადგან ამის შედეგი დადგება მომავალში. მაგრამ ეს რომ დაეწყოთ მანამდე სხვებს, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქონდა ამბიცია ყველაფერზე და ამბობდნენ, რომ იყვნენ ამ ქვეყნის აღმშენებლები, მე გარწმუნებთ, რომ გვექნებოდა სხვა რეალობა. მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ, ისევე როგორც არც სხვა პოლიტიკურ ძალებს.
ეს არის ჩემი განწყობა, ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. "_ განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, პროგრამა და ხედვა რომელსაც მისმა გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა, მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაზე ვერ იქნებოდა გათვლილი რადგან მას პიროვნულად მსგავსი გეგმა არასოდეს აინტერესებდა.

"მე ვიყავი ჩვენს გუნდთან ერთად ფოკუსირებული და მქონდა ამაზე სრული მხარდაჭერა, რომ ჩვენ დაგვეწყო ფუნდამენტური ცვლილებები ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად, რომელსაც სჭირდება სტრატეგიული განვითარების ჩარჩო სხვანაირად ის არის დაუძლევადი ეს ქინება საზოგადოების მოტყუება”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა