მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა წერეთელი: თავისუფალ ბაზარს ისევე არ აქვს ალტერნატივა, როგორც მართვისას დემოკრატიას

5edbecacc7e88
ვიქტორია მღებრიშვილი
07.06.20 10:00
1287
ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა ამუკა წერეთელმა გადაცემა Forbes Talk-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ სიცხადე ნაკლებად შეიმჩნევა და ქვეყანა როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მხრივ ჰიბრიდულ სახელმწიფოს წარმოადგენს. 

"ჩვენთან არის ჭიდილი ორ იდეოლოგიას შორის: ეს არის სოციალ-დემოკრატული, ანუ სახელმწიფოს მეტი ჩარევა ეკონომიკაში და მეორე არის შედარებით თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე ორიენტირებული. ჩვენ ახლა ამ წუთას რაღაც ჰიბრიდი ვართ და იდეოლოგიური სიცხადე არ გვაქვს.

მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი ბაზარი არ არის იდეალური მექანიზმი და ძალიან ბევრი პრობლემა ახლავს მას, მათ შორის კრიზისები და ამ კრიზისებიდან გამოსვლის სირთულეები. მაგრამ, თავისუფალ ბაზარს, ჩემი აზრით, ისევე არ აქვს ალტერნატივა, როგორც მართვის დემოკრატიულ ფორმას, რომელიც საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ესეც არ არის ადვილი სისტემა, ყველა ვხედავთ აშშ-ში რაც ხდება. ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ამ სისტემებს, მაგრამ ალტერნატივა რა არის? - ეს არის კითხვა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე, ვსაუბრობთ შეძლებს თუ არა სახელმწიფო და მთავრობები გადაწყვიტონ ის პრობლემები, რომლებიც ადამიანებს აქვთ სამართლიანად, დროის მოკლე პერიოდში, არსობრივად სწრაფად და ხარისხიანად. დღევანდელმა მაგალითმა კოვიდის და პოსტკოვიდის რომელიც მოვა, ახლებურად დაგვანახა სახელმწიფოს როლი. ასეთ კრიზისულ სიტუაციებში ბუნებრივად იზრდება სახელმწიფოს როლი. შიში ჩნდება და ეს საზოგადოებრივი შიში უბიძგებს ადამიანებს ავტოკრატიისკენ და ასევე ჩნდება ეკონომიური ნაციონალიზმი. ევროპაშიც, რომელიც ასეთი ინტეგრირებული სივრცეა, ქეყნები ერთმანეთს არ დაეხმარნენ და არ გაუგზავნეს პირველადი საჭიროების საგნებიც კი, იმიტომ რომ შეიძლება თავის ქვეყანაში დასჭირვებოდათ. არის რაღაც რეალობები, როლებიც ასეთ კრიზისებში წარმოიშობა ხოლმე, მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავიდეთ უკიდურესობებში რომ რაღაც არ დავაზიანოთ“, - განაცხადა მამუკა წერეთელმა.