მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ანაკლია უნდა იქცეს კავკასიის კარიბჭედ მსოფლიოსთვის

5e82ffe63e96b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.20 15:36
1032
ყოფილმა ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ BMG-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ პარტიის პოსტვირუსულ ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მის ბუნებრივ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს და შესაბამისად, "ანაკლია უნდა იქცეს კავკასიის კარიბჭედ მსოფლიოსთვის".

მისი თქმით, ერთხელ ამის შესაძლებლობა ქვეყანამ ხელიდან უკვე გაუშვა, თუმცა თვლის, რომ ეს დროებითია და ანაკლიის პორტის მშენებლობა გაგრძელდება.

„ბევრი იდეა და პროგრამა გვაქვს. აქ საუბარია, რომ ინოვაციების მიმართულებით უნდა განვვითარდეთ და რაც მთავარია, მოდით ვთქვათ, რა ფუნქცია აქვს საქართველოს ამ პოსტკორონალურ სიტუაციაში?! რა როლი უნდა დავიკავოთ?! - ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ.

ტურიზმი დავინახეთ, რომ არ შეიძლება ტურიზმზე ჩამოკიდება, ამას მივხვდით ჩვენ და შესაბამისად, ამ როლის განსაზღვრაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ საწყისს და ბუნებრივი საწყისი არის ის, რომ ღმერთმა მოგვცა ისეთი ადგილმდებარეობა, რომელსაც უბრალოდ თუ პატარა ხელი წაახმარე, ვერ აუვლი გვერდს. ეს არის ის ძველი აბრეშუმის გზა და ნებისმიერი ახალი პროექტი, ეს ტრასეკა იყო თუ „ერთი გზა -ერთი სარტყელი“ თუ ნებისმიერი, სახელის ქვეშ იგულისხმება საქართველო, როგორც საკვანძო ქვეყანა.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს მომენტი დავკარგეთ (ანაკლიას გულისხმობს). დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი დროებით არის დაკარგული. საქართველომ ვერ გამოიყენა ის უნიკალური შანსი, რომ გამხდარიყო ეპიცენტრი ყველა სავაჭრო გზებისა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გლობალურად, იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც გაუფრთხილდებიან სამეზობლოები და ინვესტორები, ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაც ფუნქცია და ეს ფუნქცია ჩვენ პირველ ეტაპზე შეგვიძლია შევასრულოთ იმით თუ აქ თავს მოიყრის ყველზე დიდი ლოგისტიკური ცენტრები და საქართველო და შესაბამისად, ანაკლია გახდება კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ეს იყო ამოცანა, როდესაც ანაკლიაზე ვმუშაობდით ჩვენ“, - განმარტა ხაზარაძემ.