მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ

5e18d7414d90d
BM.GE
10.01.20 23:55
1619
"ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ საქართველოში გამორიცხული არაფერია:

„დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს შინაგანად არ მაშინებს, მართლა გეუბნებით... იმიტომ რომ შინაგანად მართალი ვარ, მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც ამ ქვეყანას დააზიანებდა, დააზიანებდა იმ ბანკს, რომელსაც 29 წელი ვაშენებდი, დააზიანებდა იმ ბიზნესებს, იმ თანაგუნდელებს.... მსგავსი რაღაც არ გამიკეთებია. თან ისეთი რაღაცის დაბრალება, რომელიც მკვლელის ტოლფასი ბრალდებაა... როგორ გგონიათ, 29 წელი ბიზნესში ვარ და ისეთი რაღაც შეიძლებოდა გამეკეთებინა ერთხელ, რომელიც არის პრაქტიკულად შენი ცხოვრების გადახაზვა, არათუ გადახაზვა შენი, შენი შვილების, შენი პარტნიორების, ყველაფრის და ამას მაბრალებენ მე დღეს? ეს ხომ აბსურდია. ამიტომ დამაკავებენ, თუ რას იზამენ, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია, იმიტომ რომ სამშობლო და ჩემი ქვეყანა ხელიდან გვეცლება, ამიტომ მე სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, თუ მას დააკავებენ ყველა ნახავს, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალადობა განსხვავებული აზრის მიმართ.