მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს

630495d4afe67
BM.GE
23.08.22 12:55
2378
"ლელო საქართველოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრსა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს რჩევას აძლევს.

"ერთი რჩევა ბნ ბიძინას!

ამდენი წერილების წერას შვეიცარიაზე, ბანკზე, მათ სასამართლოზე, ამდენი ხალხის ჩართვას ამ წერილების გადაწერაში, ხომ არ აჯობებს ჩასულიყავით და პირადად გაგერკვიათ ეს საკითხი?

ნუ გადააყოლეთ ქვეყანა თქვენს ბუღალტერიას, ქვეყანას გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს!",-წერს მამუკა ხაზარაძე.


Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ.