20.სექტემბერი .2020 15:37

მამუკა ხაზარაძე: „ბიზნესომბუდსმენი ბიზნესმა უნდა აარჩიოს“

views 362
უკან

„დღევანდელი ფორმით ბიზნესომბუდსმენის არსებობის კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, სწორი არ არის, როცა ბიზნესომბუდსმენს სახელმწიფო ნიშნავს და მის ფუნქციებსაც მკვეთრად კვეცავს.

„ბიზნესომბუდსმენი უნდა აირჩიოს ბიზნესმა. არ შეიძლება, ბიზნესომბუდსმენი სახელმწიფომ დანიშნოს და მისი ფუნქცია იყოს რომელიღაც კაბინეტში შესვლა და „კი“ ან „არა“ პასუხის გამოტანა. ომბუდსმენი ბიზნესს სჭირდება და სწორედ ბიზნესმა უნდა აირჩიოს იმიტომ, რომ რაც უნდა დახვეწილი იყოს კანონმდებლობა, ყოველთვის ხდება რაღაც დაზუსტებები და მას ტრიბუნა სჭირდება.

შესაბამისად, ასოციაციები აირჩევენ მას, თუ ეს პროცესი რაღაც სხვა ფორმით მოხდება, აბსოლუტურად დამოუკიდებლად უნდა მოხდეს და ბიზნესომბუდსმენს უნდა ჰქონდეს გაფართოებული უფლებები; უნდა შეეძლოს ნებისმიერ კაბინეტში შესვლა, საკითხის დაყენება და ამ საკითხის გადაწყვეტა. დღეს კი სულ სხვა რეალობაა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა