16.ოქტომბერი .2019 00:35

მამუკა ხაზარაძე: ბიზნესში არასდროს დავბრუნდები

views 1047
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიზნესში არასდროს დაბრუნდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ განაცხადა.

„სასწაული რომ მოხდეს და ხელისუფლებამ თქვას, ანაკლიასაც ვაბრუნებთ... სად შეიძლება ვიყო მე? მე ბიზნესში არ დავბრუნდები არასდროს. სასწაული რომ მოხდეს, ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი გარემოება არ მაიძულებს, დავუბრუნდე ბიზნესს,  სანამ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად გვემატებიან, არ შევცვლით რეალობას ამ ქვეყანაში, ვიქნები აქ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა