მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ჩვენი მიზანია, უახლოეს წლებში მოვიზიდოთ $20 მლრდ-ის ინვესტიცია

5dffce7b21b79
თელარა გელანტია
23.12.19 00:13
1655
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.

ამის შესახებ ხაზარაძემ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარტიის ხედვა და მიზნები წარმოადგინეს.

„ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რომელიც კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი გახდება.

ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს წლებში მოვიზიდოთ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ეს რიცხვი რეალურია! ჩვენმა ჯგუფმა ბიზნეს სექტორში ბოლო წლების მანძილზე 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. გარწმუნებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით და სწორი პოლიტიკის გატარებით ეს შესაძლებელია! თუ ვიფიქრებთ და ვიმოქმედებთ მასშტაბურად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.