18.აპრილი .2022 10:16

მამუკა ხაზარაძე დღეს წალენჯიხაში ჩადის

მამუკა ხაზარაძე დღეს წალენჯიხაში ჩადის
views 933
უკან

"ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დღეს წალენჯიხაში ჩავა და ორ ღონისძიებას დაესწრება. ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14:00 საათზე გაიმართება ბიბლიოთეკის გახსნა, წიგნის ფესტივალის დაფუძნება და "გრანელის მოძრაობის" გამოფენა, რომელსაც დაესწრებიან მამუკა ხაზარაძე, გია ხარჩილავა, თბილისიდან ჩასული მწერლები, გამომცემლები, მხატვრები, რეჟისორები და საზოგადო მოღვაწეები.

"გრანელის საზოგადოების" ღონისძიება გაიმართება წალენჯიხაში მიტოვებულ კოლმეურნეობის შენობასთან, სადაც მოეწყობა თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა და ხელოვანები გააკეთებენ საგანგებო განცხადებას, რომელიც წალენჯიხაში განსახორციელებელი პროექტებისთვის ხელის შეშლას ეხება", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში.

თბილისიდან ჩასულ სტუმრებს შორის არიან და ღონისძიებაზე გამოიფინება შემდეგი მხატვრების ნახატები:გია გუგუშვილი, რექტორი ქეთევან მატაბრლი, ლადო თევდორაძე, გურამ ნიკოლაძე, ზაირა ბეჭვაია, დავით პოპიაშვილი, გიორგი ხახუტაშვილი, გიორგი გუგუშვილი, გურამ ხეცურიანი, კახაბერ დემურაძე, გიორგი აფციაური, ვალერი მიქავა, დავით მარკოზია , დავით ალექსიძე, მარიამ ანდღულაძე , ნანუკა გოგოლაშვილი, მამუკა ცუცქირიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა