მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: დღევანდელი არჩევნები არის გზა ევროპისაკენ და არა - რუსეთისკენ

5f9d63cb25f08
ინგა მურუსიძე
31.10.20 17:20
896
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კორონავირუსის გამო იზოლაციაში იმყოფება, მომხრეებს მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის. უნდა მივიდეთ არჩევნებზე ჩვენი მომავლისა და ქვეყნის განვითარებისთვის, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ყველა ჩვენი მხარდამჭერი უნდა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე, რომ ქვეყნის განვითარებისთვის დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,” - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის გზა ევროპისაკენ და არა რუსეთისკენ. ბოლო საათები კი ამომრჩეველმა უნდა გამოიყენოს და გააკეთოს სწორი არჩევანი.

“უნდა დავიცვათ ჩვენი თითოეული ხმა. ჩვენს ყველა უბანზე ჩვენი დამკვირვებლები ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და ამით ვაჯობებთ იმ ქაოსს და არეულობას, რომელსაც “ქართული ოცნება” გვახვევს თავს", - განმარტა ხაზარაძემ.

ინფორმაციისთვის: ხაზარაძემ არჩევანი იზოლაციაში, გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა.