მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: გახარიამ რომ გადმოგვცა წერილი, ამას ფაქტებით დაგიმტკიცებთ

5daf3bb6947bb
თელარა გელანტია
22.10.19 21:24
1202

„უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მაგრამ ეჭვს გამოვთქვამ, რომ ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არ ხდება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ ე.წ. „მუქარის წერილის“ შესაძლო დამკვეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შუამავალი ბადრი ჯაფარიძე ვერ იქნება, რადგან ისინი „ერთ მხარეს“ წარმოადგენენ.

„ლელოს“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ე.წ. „მუქარის წერილი“ მათ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადასცა.
„ეჭვს გამოვთქვამ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ასეთი ქმდება არ ხდება ამ ქვეყანაში. შესაბამისად, მე იმას კი არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა, გიორგი გახარიამ დაწერა ან დაბეჭდა წერილი, მაგრამ გახარიამ რომ გადმოგვცა წერილი, ამას გიდასტურებთ და ამას დაგიმტკიცებთ ფაქტებით“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვას - იყო თუ არა ეს წერილი ივანიშვილის გზავნილი, მამუკა ხაზარაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„მე არ ვიცი, მის (იგულისხმება გიორგი გახარია) კაბიენტში მისი კარნახით მოხდა, ერთად მოიფიქრეს თუ რა... გახარია ჩემთვის არაა ის ფიგურა, რომ ასე ხელაღებით თქვასს: „ tv პირველი გააჩერეთ“, „არტარეა გააჩერეთ“, თუ ამას არ იზამთ... მაგრამ მინიმუმ შეთანხმებული ექნებოდა ან მინიმუმ ვიღაცას ნაკარნახევი ექნებოდა, რომ გაეკეთებინა ან კიდევ მინიმუმ ვიღაცის დაწერილია და გახარიას უთხრეს, მიდი, შენ გადაეციო“, - განაცხადა „ლელოს“ დამფუძნებელმა.