მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: გაზაფხულზე ჩრდილოვან კაბინეტს გავაკეთებთ

5d7eb251bd871
დავით ჯალაღონია
16.09.19 01:50
1163
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მისი მოძრაობისა და მომავალი პოლიტიკური პარტიის გეგმებზე საუბრობს.

"პოლიტიკური პარტიის ლიდერებს წევრებიდან პრაიმერის პრინციპით ავარჩევთ. ამის შემდეგ, გაზაფხულზე ჩრდილოვან კაბინეტს გავაკეთებთ და მოსახლეობას ეცოდინება. ამ პერიოდში ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება ყოველგვარი კამერების გარეშე მოვიაროთ საქართველო, რადგან მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა და თვისობრივად ახალ სიტუაციაში გადაყვანა ხდება ან ძალიან სწრაფად, ან არ ხდება, რადგან ამ განვითარებით, 20 წელიწადში ჩვენ შეიძლება აზერბაიჯანის დონეზე ავიდეთ, ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობ.

ჩვენი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ყველა ფენა მოვიცვათ და მათთან ერთად გარღვევა მოვახდინოთ", – განაცხადა ხაზარაძემ "მთავარ არხზე", გადაცემაში "მთავარი აქცენტები", თუმცა "ჩრდილოვანი კაბინეტის" მუშაობის დეტალებზე არ უსაუბრია.

ამავე გადაცემაში მან უპასუხა კითხვას, რომელი პოლიტიკოსები მოსწონს მისი მოძრაობის, ან მომავალი პარტიის მიღმა, რომელთა შორის ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რომან გოცირიძე დაასახელა. გარდა ამისა, წამყვანის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გიორგი ქადაგიძე პროფესიონალი, კვალიფიციური ადამიანია, მას საქართველოს ბედი აღელვებს, თუმცა მასთან კონტაქტი არ აქვს.