მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიასთან "წაკამათების" მიზეზს იხსენებს

5d7e9a63499ec
თელარა გელანტია
16.09.19 00:07
5298
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს ანაკლიის პორტის პროექტს გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა.

ამის შესახებ ხაზარაძემ TV “მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წამყვანების იმ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომელიც ხაზარაძესა და ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზს და პერიოდს შეეხებოდა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან არასასიამოვნო საუბარი; ეს იყო 2017 წლის ნოემბერი... მაშინ იყი დისკუსია, სადაც გიორგი გახარია <იმ პერიოდში გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო> ამბობდა, რომ ეს <ანაკლიის პორტი> არ არის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრას. გახარიამ განაცხადა, რომ ის შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტ ბატონ სუმა ჩაკრაბარტის და მან თქვა, რომ ევრობანკი არასდროს დააფინანსებს ამ პროექტს. მე ამაზე აღვშფოთდი; მოგვივიდა წაკამათება, მე ვუთხარი, შენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა რა პასუხი უთხარი, როგორი დაიცავი პოზიცია და ა.შ. ამ თათბირის დამთავრებიდან მეორე დღეს გახარია გახდა შს მინისტრი“, - განაცხადა ხაზარაძემ და დასძინა, რომ გიორგი გახარიამ თქვა, რომ „ანაკლიის პროექტს არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და მას ბანკები არ დააფინანსებენ“.

ხაზარაძის თქმითვე, ანაკლიის პორტის პროექტს გიორგი გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა.