12.სექტემბერი .2019 21:34

მამუკა ხაზარაძე იხსენებს, როდის შეწყდა კონტაქტი მასსა და ივანიშვილს შორის

views 713
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „TV პირველის“ გადაცემა “რეაქციაში” იხსენებს იმ პერიოდს, რომლის შემდეგ მასსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის კონტაქტი შეწყდა.

„ჩვენი კონტაქტი გაწყდა, როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი იქნა გადაყენებული (პრემიერობიდან). მე მინდა მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის არის ერთ–ერთი წესიერი კაცი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კარგი ოჯახის მამა და მას გადატრიალებული სიტყვა, როცა ის ხელისუფლებაში იყო, არც ბიძინა ივანიშვილზე, არც პარტიის შექმნაზე არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს კაცობა და არსებობს სამართალი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ გადაცემაში ივანიშვილის „ჩრდილოვან მმართველობაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ მენეჯმენტი ივანიშვილის ყველაზე სუსტი მხარეა.