მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი

5dffca198c534
თელარა გელანტია
23.12.19 00:01
1171
დღეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც მამუკა ხაზარაძემ პარტიის ხედვა და მიზნები წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ იციან, როგორ შექმნან სამუშაო ადგილები. არგუმენტად მან თავისი ბიზნეს-საქმიანობა მოიშველია და აღნიშნა, რომ მიუხედავად უამრავი სირთულისა და განვლილი უმძიმესი წლებისა, მისმა ბიზნეს-ჯგუფმა 10 ათასი ადამიანის დასაქმება შეძლო.

“მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება”, - ეს არის ამონარიდი ხაზარაძის სიტყვით გამოსვლიდან.

ყრილობაზე მამუკა ხაზარაძეს სახელფასო მინიმუმის ცნება არ განუვრცია, მაგრამ bm.ge პარტიას - “ლელო საქართველოსთვის“ აუცილებლად დაუკავშირდება და უფრო კონკრეტულ და ვრცელ განმარტებებს შემოგთავაზებთ.