მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე-მთავრობას: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“

638505ae1cd0d
BM.GE
28.11.22 19:40
905
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველი ეკონომისტებისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებას და გადამოწმებას ითხოვს.

ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძის განცხადებას BM.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ქართული ანდაზა - "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს."

ტყუილი პირველი: 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე GDP იყო $ 5,015. პრემიერმა დღეს გვახარა, რომ ის $7,500 გახდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის 40%-იანი ზრდა გვქონია ან გვექნება, რაც დაუჯერებელია და არ არის სიმართლე.

ტყუილი მეორე: 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენითო, განაცხადა ასევე პრემიერმა, რასაც დასჭირდებოდა მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები ეკონომიკაში, ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო, სადაც საშუალოდ 50 ადამიანი მაინც დასაქმდებოდა... დაუჯერებელი ამბავია, სასაცილოც კი!

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ დატოვა. საინტერესოა, რატომ არ საქმდებიან ეს ადამიანები ახალ გახსნილ საწარმოებში და რატომ გარბიან ქვეყნიდან?!

ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებს ამ საკითხებზე!

ტყუილს სანამ არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველება!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.