მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: რუსეთიდან არის დავალება, რომივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი

5e0b3caa90e35
BM.GE
31.12.19 16:15
1440
რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ipn წერს, ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პროექტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა. ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა. რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები.

საზოგადოებას დავპირდი, რომ ანაკლიის პროექტი, ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, არ დაიჯეროთ ზღაპრები, რასაც ისინი გვიყვებიან. არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, არსებობს ბანკებიდან მოზიდული თანხები და ანაკლიას ავაშენებთ აუცილებლად",  განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება. ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა გაწყვეტს თუ არა ხელშეკრულებას კონსორციუმთან.