12.სექტემბერი .2019 22:27

მამუკა ხაზარაძე სესხების განულებაზე: ეს არჩევნების წინ არასწორი იყო

views 3547
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის აზრით, მთავრობის მიერ განხორციელებული სესხების განულების პროგრამა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არამართებული იყო. ამის შესახებ მან "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"ეს არასწორი იყო არჩევნების წინ. მე ვფიქრობ, რომ როცა ასეთი რამ კეთდება და არჩევნები არის, მაგ დროს მსგავსი ქმედება სწორი არ არის. ინტერესთა კონფლიქტია. ერთის მხრივ, ადამიანებს ეუბნები, რომ გაგინულებ და მეორე მხრივ, პრაქტიკულად ეუბნები, რომ ხმა მომეციო.

მე იმის წინააღმდეგი კი არ ვარ, ადამიანმა რომ ამოისუნთქოს, მაგრამ თუ არ მივეჩვიეთ თამაშის წესიერ წესებს, ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ", – განაცხადა ხაზარაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა