დღეს თელავში "ლელომ" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიტინგი გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები თელავის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მსვლელობისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს.
თელავში “ლელოს” წინასაარჩევნო მიტინგზე პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს და სამი დღის წინ, საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს პასუხი, რომ მათი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.
“არ შეიძლება, გაჩერებული ქვეყანა ავიტანოთ, უნდა ავამოქმედოთ მისი პოტენციალი - ინტელექტუალური ძალა და მშრომელი ადამიანი. არ შეიძლება ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მომავალი კაპიკებად. ის დუხჭირი ქვეყანა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოუტანა ჩვენს ქვეყანას უნდა შევცვალოთ. უმუშევრობა და სიღატაკე - ეს არის შიდ ომი და სწორედ ამ ომში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი “ლელოსთან” ერთად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით კი თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე,” - განაცხადა ხაზარაძემ.
მიტინგის მსვლელობისას პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრო ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
“გვიახლოვდება არჩევნები - დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ამ დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ნამდვილი აღმშენებლობა. ამ დღიდან უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, რომ მოვიდნენ პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც დაიწყებენ და შეინარჩუნებენ ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს. “ლელო” თავისი გუნდით, ადამიანებით, ნამდვილად პროფესიონალები არიან, მზადაა, ქვეყნის და ხალხის სამსახურში ჩადგეს,” - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ თავისი ოლქის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და მათ მიტინგზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება “ლელოში” მის გაწევრიანებას, ტალახაძის თქმით, გუნდთან მისი იდეოლოგია საერთოა და პარტიასთან ერთად რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძოლებს.
“ლელო” არის პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებულია პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ადამიანები. მათთან ჩემი იდეოლოგიის თანხვედრის გამო შევუერთდი გუნდს. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი არის სწორი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ბიზნესში ვიყავი, მეგონა, საქვეყნო საქმეს ვაკეთებდი, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” 8 წელი გააჩერა ქვეყანა და მე მინდა, ეს “ლელოსთან ერთად შეცვალო”, - განაცხადა ტალახაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?