მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" მორიგი 12 ახალი წევრი წარადგინა

5dd7bad4ae423
თელარა გელანტია
22.11.19 14:48
1596
დღეს, მამუკა ხაზარაძემ გორის იზოლატორთან ,,ლელოს’’ 12 ახალი წევრი წარადგინა.

12 ახალი წევრი:

1. გიორგი ბუნტური - დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობს სპორტის აკადემიაში. პარალელურად მუშაობს სარესტორნო მომსახურების სფეროში.
2. ცოტნე ხეცურიანი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული, იმავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი. სამოქალაქო აქტივისტი, ,,აქცია მშვიდობა ომზე მეტია’’- ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისთვის გაიმართა.
3. ლევან გოგავა - ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებით უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს ლონდონში. უკრაინელ ინვესტორებთან ერთად დააფუძნა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
4. მარიამ პატარაია - პროფესიით ჟურნალისტი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კურსდამთავრებული. პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტი.
5. დავით სირაძე - ფოთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე - პრეზიდენტი. არასამთავრობო ,,უფლებების ლიგა’’ - ს წევრი.
6. დავით დვალიშვილი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. მუშაობს ევექსის კლინიკაში.
7. მარიამ ყიფშიძე - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი. არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრის დამფუძნებლის ასისტენტი.
8. მიხეილ მუმლაძე - ქუთაისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ილიას თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამოქალაქო აქტივისტი.
9. ბაჩანა ბარამიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.
10. გუგა კობახიძე - ტყიბულიდან, ჯიპას შრომის უსაფრთხოების ფაკულტეტის სტუდენტი. პროფესიით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი.
11. დავით კვინიკაძე - ქუთაისიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
12. პაპუნა თევზაძე - პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით, გავლილი აქვს საარჩევნო განვითარების სკოლა.