09.იანვარი .2020 23:18

მამუკა ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს

views 331
უკან

მამუკა ხაზარაძის თქმით, ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს, - ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა tv “მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასრულებს დავალებას რუსეთის. მას დარწმუნებული ვარ ასევე, რომ არავინ არ გამოატანდა იმ მილიარდებს რუსეთიდან ვალდებულებების გარეშე.... არის საკმაოდ მშიშარა ადამიანი, სამწუხაროდ... მე არ მინდა პიროვნულ რაღაცებს შევეხო, სულ ვცდილობ ავირიდო... მაგრამ უკვე იმდენად სახელმწიფოებრივ თემებს ეხება ეს ყველაფერი, რომ არ შეიძლება ამ თემაზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით და მათი ბოლო ქმედებებით, ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას ქვეყანა დავსვათ სერიოზულ მოთამაშედ რეგიონში. ეს არის დანაშაული...

მე არ მეგონა, რომ ამ წერტილამდე მიიყვანდნენ ამას... ეს არ არის მამუკა ხაზარაძის ბიზნესი. ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის მომავალი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა