მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MAN-ის ახალი სტრატეგია - ელექტროტრანსპორტის მომავალი (R)

62cc330506b31
BM.GE
11.07.22 18:52
734
MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით - „ბიზნესის გამარტივებისთვის“ - მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში.

კომპანია ორი ბრენდის - MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს.

„Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების სექტორისთვის.

მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და NEOPLAN-ის ბრენდების ბაზრის წილი სტაბილურად გაიზარდა. თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მომავლის ტექნოლოგიებზე, რათა შევინარჩუნოთ ინტერესი. ნულოვანი ემისიის მობილობის, დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციები სწრაფი ტემპით ცვლის მსოფლიოს. ახალი NewMAN სტრატეგია საფუძველს იძლევა MAN-ის ბრენდის რეორგანიზაციისთვის და ჩვენ, ჩვენი ძლიერი გუნდით, ამ ძირეული ცვლილებებისთვის მზად ვართ“, - ამბობს MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეას ტოსტმანი.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, MAN Truck & Bus მაქსიმალურად მოქნილი უნდა გახდეს. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე და მათ, როგორც „ჭკვიანი ინოვატორის“, როლზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტრომობილურობაზე და წყალბადზე, როგორც ალტერნატიულ საწვავზე.


MAN Lion's City E: სრულად ელექტრიფიცირებული საქალაქო ავტობუსი

MAN-ის ახალი სტრატეგია და ინოვაციური ავტობუსები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. ბრენდის მთავარი მიზანია, დაიხვეწოს სრულად ელექტრიფიცირებული Lion's City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიის მოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის.

MAN Lion's City E თვეებია, ევროპის ქალაქებში წარმატებით გამოიყენება და მის პროცესებში ინტეგრირებაზე კომპანია უკვე მუშაობს.

„ავტობუსები უკვე მიიჩნევა ყველაზე ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებად. CO2 -ის გამონაბოლქვის შემცირებაზე მთელს მსოფლიოში მუშაობენ. დღესდღეისობით უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს ამას და ახალი ავტობუსების შეძენისას მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე საქალაქო ავტობუსებს ირჩევს“, - აცხადებს MAN Truck & Bus-ის ავტობუსების ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი რუდი კუხტა.




ახალი MAN Lion's Intercity LE მსოფლიო ბაზარზე პირველად წარდგება

MAN-ი Lion's Intercity LE-ს პირველად წარადგინეს და კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ავტობუსი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. MAN-ის ავტობუსების ოჯახის უახლესი წევრი ინოვაციურობით გამოირჩევა. ავტობუსის დიზაინი მისი მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, როგორც საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით.

ახალი მოდელების სერია ავტობუსის სამ მოდელს ჩაანაცვლებს. გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან ახალი Lion's City „MAN EfficientHybrid“ ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება. მომხმარებლები პირველ ეტაპზე ორ საქალაქთაშორისო ვერსიას - Lion's Intercity LE 12-სა და Lion's Intercity LE 13-ს იხილავენ. მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.





MAN უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი სისტემების ფართო სპექტრს ქმნის

უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რაზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ. ახალი სისტემების დახმარებით მძღოლებს საგრძნობლად უმარტივდებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ავტობუსების მართვა.


მაგალითად, მიმდინარე წლიდან MAN ComfortSteering - საჭის ელექტრონული დამხმარე სისტემა MAN-ისა და NEOPLAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდება. ეს საჭის მართვის მთელ პროცესს ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

ახალ ავტობუსებში დამონტაჟდება ზოლში დაბრუნების დამხმარე სისტემა (LRA). ასევე, ქალაქში მოძრაობისას იმოქმედებს მობრუნების ასისტენტი და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა.
--
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.

®