მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანგლისის მოსახლეობას ერთ თვეში 17 სთ-იანი წყალმომარაგება ექნება – ადმინისტრაციის დაპირება

5f3b97955a30d
თათია ჩაფიჩაძე
19.08.20 09:35
2131
დაბა მანგლისის მოსახლეობას ერთ თვეში 17სთ-იანი წყალმომარაგება ექნება. როგორც მერის წარმომადგენელმა ირაკლი ბადუაშვილმა განაცხადა, პროექტისთვის 4 მლნ ლარი იხარჯება.

“ორი ახალი წყალშემკრები გვემატება, მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება და თითქმის 17 სთ-იანი გრაფიკი ექნება მანგლისის მოსახლეობას. ნაწილობრივ აქამდეც გაუმჯობესებული იყო, ვინაიდან ახალი წყაროები და წყლები იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ახლა გაცილებით სტაბილური წყალმომარაგება იქნება.

პროექტისთვის 4 მლნ იხარჯება, წყალკანალი ასრულებს სამუშაოებს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში და მათგან გვაქვს დაპირება, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრება”, - უთხრა bm.ge-ს ბადუაშვილმა.

ცნობისთვის, მანგლისის მოსახლეობას წყლის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს, რის გამოც არამხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ტურისტებსაც ექმნებათ დისკომფორტი. შეგახსენებთ, გასულ წელს წყალმომარაგების კომპანიამ დაახლოებით 0,5 მილიონი დახარჯა მაგლისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველადი სამუშაოებისთვის.