12.თებერვალი.2019 17:45
ეკონომიკა

„მანნა“ - ქართული ჩაი აშშ-ის ბაზარზე შევიდა

„მანნა“  - ქართული ჩაი აშშ-ის ბაზარზე შევიდა
ქართული ჩაი აშშ ბაზარზე გავიდა - ამის შესახებ “საქმის კურსს” ქართული ჩაის “მანნას” დირექტორმა განუცხადა.

ირაკლი ღურჭუმელიას განცხადებით, პროდუქცია ამერიკაში საცდელი პარტიის სახით გაიტანეს და პირველ ეტაპზე 2 პალეტის შეტანა მოხდა.

„წლევანდელ გეგმებში გვაქვს, რომ აშშ-ის ბაზარზე უფრო ღრმად შევიდეთ, იქ გვყავს პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც გვეხმარება. ჯერ ვაკვირდებით ამ ბაზარს, მხოლოდ აქედან რომ ჩავიდეს პროდუქცია აშშ-ში, დაახლოებით, 2 თვე სჭირდება”, - აცხადებს ღურჭუმელია.

მისივე თქმით, კომპანია აშშ-ის ბაზართან ერთად ბელორუსიის და რუსული ბაზრის ათვისებას გეგმას.

ამასთან, ღურჭუმელიას განმარტებით, კომპანია ქართულ ბაზარზე ამ დროისთვის 10 დასახელების პროდუქციას უშვებს და ახლო მომავალში ხილის ჩაის დამატება იგეგმება.
რაც შეეხება წარმადობას, საწარმოს სრული დატვირთვის შემთხვევაში, 120 ტონა პროდუქციის გადამუშავება შეუძლია.

შეგახსენებთ: საწარმო “მანნა” საგურამოში მდებარეობს და ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 871,058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 348 423 ლარი გრანტია, ხოლო 435 529 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
ავტორი: თამუნა ქემერტელიძე

19.აპრილი.2019 00:23
61

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
103

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
71

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
154

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
187

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
105

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად