მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანქანაში სამი ადამიანის ჯდომაზე შეზღუდვა უქმდება, ტაქსებში კი ძალაში რჩება

5ec77bd02ad9a
ინგა მურუსიძე
22.05.20 11:09
4476
ერთ მანქანაში სამი ადამიანის ჯდომის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის, გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი, შეზღუდვები კვლავ რჩება, თუმცა რიგი შეზღუდვები შემსუბუქდება. კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ მანქანაში სამი ადამიანის ოდენობით ჯდომაზე, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე და სხვა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება", - განაცხადა გახარიამ.

აღნიშნული შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებისთანავე მოიხსნება.