მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტრანსპორტის ამოქმედების გარეშე ეკონომიკის გაღვიძება შეუძლებელია" - დავით მესხიშვილი

6007ff1aba4c9
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 14:15
1188
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე ეკონომიკის გაღვიძება შეუძლებელია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განუცხადა. ის მუნიციპალური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას არაჰუმანურს და დისკრედიტაციულს უწოდებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, პირველ რიგში, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა, რადგან ამან გადაადგილება ძირითადად სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს შეუზღუდა, ვინც კერძო ავტომობილს არ ფლობს. ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა. გამორიცხულია ბიზნესის გახსნა ტრასპორტის გახსნა. ის ადამიანები, რომლებსაც 500-700 ლარი აქვს ვერ ივლიან სამსახურიში ტაქსით.

სატრანსპორტო დარგში ბევრი ორგანიზაცია იგულისხმება - საზოგადოებრივი და მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ ზარალზე ამ ეტაპზე არავინ საუბრობს; გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნა არის მთავარი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეკონომიკის გაღვიძება იქნება შეუძლებელი“, - განმარტავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამ უმუშევრად 50 000-მდე ადამიანი დატოვა.