მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქსიმ მირონოვი: რუსეთ-უკრაინის ომით ყველაზე მეტად ჩინეთი იხეირებს

622e59359c5d4
გიორგი არონია
14.03.22 10:33
3444
"რუსეთ-უკრაინის ომით ყველაზე მეტად ჩინეთი იხეირებს", - ამის შესახებ IE Business School-ის პროფესორმა მაქსიმ მირონოვმა Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ომით იხეირებს. უკრაინა დანგრეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნების დახმარებით ის მალევე წამოდგება ფეხზე. რუსეთი უკვე სრულად განადგურდა და მას არავინ დაეხმარება; ასე რომ, ის გაცილებით უფრო ცუდ დღეში ჩავარდება.

ჩინეთი კი, ამ ომით დიდ უპირატესობას მიიღებს. ჩინეთმა უკვე განაცხადა, რომ ის იმ რუსული კომპანიების წილებს შეიძენს, რომლებიდანაც უცხოური კომპანიები გადიან - შეიძლება ითქვას, რომ ამ წილებს ისინი თითქმის არაფრის ფასად იყიდიან. ხომ ხედავთ, რუსეთის ბაზარს რამდენი კომპანია ტოვებს? ისინი ყველაფერს კაპიკებად ყიდიან. ამგვარად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბაზარზე საკუთარ არსებობას ჩინეთი თითქმის უფასოდ გააღრმავებს.

ამასთანავე, ამ ომმა მათ მიმართ აშშ-ის მხრიდან წამოსული წნეხი შეამცირა. მას მერე, რაც ომი დაიწყო, დასავლეთისთვის, მთავარი ბოროტებად რუსეთი იქცა და ამ სანქციების ფონზე, ადამიანები ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს ნელ-ნელა დაივიწყებენ“, - განაცხადა მირონოვმა.

ამასთან, IE Business School-ის პროფესორმა ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დასჭირდება არხი, რომლითაც რუსეთთან დაამყარებს კომუნიკაციას და ორ ქვეყანას შორის ამ ფუნქციას ჩინეთი შეასრულებს.

მაქსიმ მირონოვი არც იმას გამორიცხავს, რომ ჩინეთიდან წამოსული პოტენციური წნეხის შესამცირებლად, აშშ-მა ჩინეთს სანქციების ნაწილი მოუხსნას.