მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაქვს შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გადაგიხადოთ მადლობა“ - პოლოლიკაშვილი გახარიას

5f61aec32d524
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 10:25
1094
დღეს, თბილისში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა იმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით,  ამ რთულ პერიოდში აღმასრულებელი საბჭოს საქართველოში ჩატარება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ 112-ე სხდომა ყველაზე წარმატებული იქნება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ აღმასრულებელ სხდომებს შორის.

„ჩემთვის დიდი პატივია, ბატონო პრემიერო, რომ პირველად ისტორიის მანძილზე მაქვს შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გადაგიხადოთ მადლობა თქვენ, მთლიანად საქართველოს მთავრობას, ჩვენი აღმასრულებელი საბჭოს წევრების სახელით, ვინც ამ რთულ პერიოდში ჩამობრძანდა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებაზე დასასწრებად; კიდევ ერთხელ ქართულად მინდა მოგახსენოთ მადლობა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი საბჭო ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა.