მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგეხმარებით, ხელახლა ააშენოთ ქვეყანა" - შარლ მიშელი უკრაინელებს

6273c08765ba0
მარიამ ვარადაშვილი
05.05.22 16:27
836

პოლონეთში მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინას ქვეყნისა და ეკონომიკის მშენებლობაში დაეხმარებიან. 

“დაგეხმარებით, რომ ხელახლა ააშენოთ ქვეყანა და ეკონომიკა. თქვენი სახლები, სკოლები, საავადმყოფოები და ბიზნესი; უკრაინის უსაფრთხო და წარმატებული მომავალი”, - განაცხადა მიშელმა ვარშავაში მიმდინარე დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც „უკრაინისთვის“ ეწოდება. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებითვე, უკრაინის დასახმარებლად შექმნილი სოლიდარობის ფონდი შესაძლოა ევროპული “მარშალის გეგმის” საწყისი იყოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ირაკლი ღარიბაშვილიც იღებს მონაწილეობას.