მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარათონი წარმატებულია... ავცერით ადამიანები, ვინც თავისი ინიციატივით არ აიცრებოდა - ტიკარაძე

6176853d5d8f9
ინგა მურუსიძე
25.10.21 14:35
273
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ვაქცინაციის მარათონი საკმაოდ წარმატებულია.

საქმე ის არის, რომ 18 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მარათნი დაიყო. ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე NCDC-ს წარმომადგენლები რაიონებში, სოფლებში პირადად დადიან ექიმების ჯგუფებთან ერთად და ადამიანებს ვაქცინაციაზე სრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

„ჩვენ, მარათონის ფარგლებში, ავცერით მოსახლეობის ის ჯგუფი, რომელიც გამოიკვეთა, რომ თავისი ინიციატივით არ აიცრებოდა. მართონით გავზარდეთ როგორც ვაქცინაციისადმი ხელმისაწვდომობა, ისე ინფორმაციის მისვლა ყველას კარამდე. მნიშვნელოვანია, რომ კამპანია გაგრძელდეს არა მხოლოდ იმ 50 სოფელში, რომელშიც დავიწყეთ, არამედ გადავინაცვლებთ შედარებით მცირე ზომის სოფლებში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ორი დოზით აცრილია 925 169 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4%-ია.