მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მარგმა“ მითხრა, ჩემს პურს მაღაზიებში 55 თეთრს ამატებენო“ - მაღაზიები ბრალდებებს პასუხობენ

5faaa68ab0992
ელენე გოგბერაშვილი
10.11.20 23:21
1153

თუ მოსახლეობას სარეალიზაციო ობიექტებში პურზე გაზრდილი ფასი ხვდებათ, მიზეზებზე საუბრისას მწარმოებლები ხელს ქსელური და არაქსელური სურსათის მაღაზიებისკენ იშვერენ. მათი თქმით, მაღაზიები პურზე ფასს ხელოვნურად ზრდიან და ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ათეულ თეთრსაც კი სცდება.

„დღეს მესაუბრა მეწარმე, კომპანია „მარგი“. მეუბნება, რომ ჩემს პურს 55 თეთრს უმატებენო..

ადრე გაყიდული პროდუქციის 5 თეთრი რჩებოდა მაღაზიას. აუცილებლად საჭიროა რეგულაციები... ფასების ლიბერალიზაცია არ ნიშნავს, რომ როგორც გინდა ისე გაზარდო ფასები“, -აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე.

მაღაზიათა ასოციაციის ხელმძღვანელი ლუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში პურზე ფასმა 5-7 თეთრის ფარგლებში მოიმატა, თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს. მისი თქმით, არცერთი ობიექტის ინტერესში პროდუქტზე ფასის ზრდა არ შედის.

„ჩვენი წევრ მაღაზიებში არის 5-10 თეთრით გაძვირებული ფასი პურზე. ფასები გაძვირებულია, მაგრამ ლოგიკურია არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

დამოკიდებული ვართ იმპორტზე, ნედლეულის ფასზე, საწარმოს ფასზე და იმ პირობებზე, რა პირობითაც გვემუშავება სადისტრიბუციო კომპანია. არ არსებობს შემთხვევა, სადაც მაღაზიამ თავის ნებით დისტრიბუტორთან შეთანხმების გარეშე გაზარდა ფასი, ან უმიზეზოდ მოხდა ფასების ცვლილება.

გასათვალისწინებელია, რომ 5-6%-იან მარჟაზე მუშაობენ მაღაზიები, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე მარჟა არის მინიმალური. ამას ზემოდან ემატება მთავარი მიზეზი, კონსიგნაციის მთლიანად ამოღება მიწოდების ჯაჭვიდან, თითქმის ყველა სადისტრიბუციო კომპანია მუშაობს ნაღდ ფულზე. აქედან გამომდინარე ის რესურსი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქსელურ სუპერმარკეტს, რა თქმა უნდა, არ აქვს უბნის სუპერმარკეტს და კიდევ რაც მნიშვნელოვანია, გასათვალისიწნებელია, რომ მაღაზიებს შეიძლება გაყიდვები გაეზარდა 15-20%-ით, მაგრამ ხარჯები არის გაზრდილი 50%-ით“, - აცხადებს ლუკა ჭელიძე.

მაღაზიების მხრიდან პურზე ფასის მატების შესახებ გავრცელებულ განცხადებას ქსელური სურსათის მაღაზიის წარმომადგენელი არ იზიარებს. მირანდა მანჯგალაძის თქმით, თუ პროდუქტზე ფასი იცვლება, ეს ნიშნავს, რომ მაღაზიას ღირებულებას მიმწოდებელი უძვირებს. 

„როცა მომხმარებელს დახლზე შეცვლილი ფასი ხვდება, ხვდება იქიდან გამომდინარე, რომ მომარაგების ჯაჭვში მომწოდებელი უძვირებს თანხას და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საცალო გამყიდველი ანუ ჩვენ, სასურსათო მაღაზიები მარჟის პოლიტიკას არ ვცვლით, პირობითად 5%-იანი, 10%-იანი ფასნამატი, რომელიც მომხმარებელს ხვდება დახლზე, ამაში ძირითადი წამყვანი არის მომწოდებლის მხრიდან შეცვლილი ფასები“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე, რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი.