მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარგველაშვილი გენერიკული მედიკამენტების გამოწერაზე: „ხომ არ გადავა არაეთიკური ურთიერთობის წნეხი ექიმიდან აფთიაქზე?“

62557ef9b523e
თათია ჩაფიჩაძე
12.04.22 23:47
793
ფარმაცევტული ბაზრის რეფორმის ფარგლებში 1 მარტიდან ყველა ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი მხოლოდ ელექტრონულად გამოწეროს, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა კი მხოლოდ გენერიკული დასახელებით ხდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების "პოზიტიური სიიდან" სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მონიტორინგის არარსებობის პირობებში არაეთიკური ურთიერთობების წნეხის რისკები ექიმიდან შესაძლოა ფარმაცევტულ კომპანიებზე გადავიდეს.

„ფარმაკოზედამხედველობა არის მნიშვნელოვანი სისტემა, რომელიც მიმოქცევის მონიტორინგია სრულ ეტაპზე. ელექტრონული რეცეპტის ანალიზი, რომელიც ახლა შემოიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი კითხვაა: რატომ ინიშნება ესა თუ ის მედიკამენტი. ეთიკური გარემოს რეგულირება ანუ ფარმაცევტული კომპანიების ურთიერთობა ჯანდაცვის სპეციალისტებთან უნდა იყოს რეგულირებადი. რეალურად მიზანი არის ის, რომ გამოვიყენოთ გენერიკული მედიკამენტი, რომელიც უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ორიგინალი. ექიმი თუ სავაჭრო დასახელებით არ გამოწერს, არის დაცვა რომ ის არ არის დაინტერესებული, მაგრამ კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გადავა არაეთიკური ურთიერთობის წნეხი აფთიაქზე? არ არის გარანტია იმისა, რომ იგივე პროცესი არ მოხდება, რაც ხდებოდა ექიმთან ოღონდ ერთი დიდი განსხვავებით - ფარმაცევტი არ არის მკურნალობაზე პასუხისმგებელი. ამ წნეხების გადატანა ბევრ რისკს შეიცავს და ამის კონტროლი საჭიროა", - მიიჩნევს მარგველაშვილი.