მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქოიავა: 2021 წლიდან ფრანჩაიზინგზე მოთხოვნის გაზრდის მოლოდინები გვაქვს

5fb7cdd69af11
ლიკა გურაბანიძე
20.11.20 21:30
1000

ფრანჩაიზინგის პოტენციალზე და ამ კუთხით საქართველოს შანსებზე გადაცემა “საქმიან დილაში” SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ზოგადად ბაზრებზე 2021 წლიდან ფრანჩაიზინგზე მოთხოვნის გაზრდის მოლოდინები აქვს, რისი თქმის საფუძველსაც პანდემიის გამო შეცვლილი ვითარება აძლევს. მისივე განმარტებით, სწორედ პანდემიის გამო, მომსახურების სფეროს, განათლების სისტემის და კვების ფრანჩაიზინგი წარმატებული გახდა. ქოიავამ ყურადღება ფრანჩაიზინგის ორ მნიშვნელოვან ნაწილზეც გაამახვილა.

მისივე განმარტებით, ფრანჩაიზინგის ყიდვას და გაყიდვას თავისი დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.

“თუ ჩვენ ფრანჩაიზინგს გაყიდვის ნაწილში შევხედავთ, მაგალითად კვების ორი ობიექტი გვაქვს, ჩვენ ამის იმ ქვეყნებში გატანა შეგვიძლია სადაც ვფიქრობთ, რომ წარმატებული იქნება. ამით დამატებითი შემოსავლის მიღება შეგვიძლია და შეგვიძლია ჩვენი ზრდა ამ შემოსავლით ვაფინანსოთ.

ფრანჩაიზინგის ყიდვის შემთხვევაში კი ერთ-ერთი მთავარი სარგებელი ეს სწორედ იმ ბრენდის სახელი და მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელსაც ვყიდულობთ, ასევე აიტი ინფრასტრუქტურა, რაც ფრანჩაიზის გამცემს უკვე ჩამოყალიბებული აქვს და საბოლოო ჯამში დიდ თანხებს და დროს ზოგავს”, - აღნიშნა მარიამ ქოიავამ.