მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქოიავა: GMP სტანდარტების ამოქმედება ხელს საექსპორტო ბაზრების ზრდას შეუწყობს

5fabc8f297677
ლიკა გურაბანიძე
11.11.20 22:31
753

ფარმაცევტთა ასოციაცია GMP-ის სტანდარტების გადასვლის თარიღის 2027 წლამდე გადავადებას ითხოვს, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სტანდარტის GMP და GDP სტანდარტის დანერგვა წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სურს. GMP/GDP სტანდარტების დანერგვის სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

მათ შორის, უპირველესია GMP-ის ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბება. GDP საქართველოში დაკავშირებულია იმპორტზე, ადგილობრივ შესყიდვაზე, შენახვაზე, მიწოდებაზე, ექსპორტზე და სხვა ქმედებებზე, რაც კავშირშია ფარმაცევტული პროდუქტების, აქტიური ნივთიერებების და ფარმაკოლოგიური საშუალებების დისტრიბუციასთან. GDP სტანდარტებით სარგებლობა მათ შორის ავტორიზებულ აფთიაქებსაც მოუწევთ.

SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ თემის კომენტირებისას გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა, რომ GMP/GDP სტანდარტების ამოქმედება ხელს ხარისხის კონტროლს, ასევე პოტენციური საექსპორტო ბაზრების ზრდას შეუწყობს.

“ეს ერთ-ერთი მსხვილი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში ამ სექტორში მყოფ მინიმუმ 120 კომპანიას უდგას. სერტიფიცირება და კანონთან შესაბამისობაში მოსვლა გრძელვადიან მსხვილ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ ამ პროცესში ჩართვა გადავწყვიტეთ.

შესწავლის პროცესში 120 კომპანიიდან თითოეული 3 ჭრილში გავაანალიზეთ: მათი საერთო მოგების მარჟა, ასევე წმინდა მოგების მარჟა და წმინდა მოგების უკუგება აქტივებზე. ამით გავიგებთ, იმას თუ კომპანია დამატებითი ინვესტიციების კუთხით რამდენად შესაძლოა მზად იყოს და ასევე დარგი რამდენად მომგებიანია. მწარმოებლები საერთო მოგების მარჟის კუთხით უფრო კარგ პოზიციაში არიან და საშუალო მაჩვენებელი 56%-ს შეადგენს, რაც თვითღირებულების კარგ კონტროლზე მიუთითებს. იგივე მონაცემი დისტრიბუციის ნაწილში ჩართული კომპანიებისთვის უფრო დაბალია და 40%-ს არ აღემატება.

რაც შეეხება აქტივების ბრუნვის ნაწილს აქ დისტრიბუციის ნაწილი უფრო წინ არის და საშუალოდ 19%-ია, ხოლო მწარმოებლები თავისი აქტივების ექსპლუატაციას ნაკლებად ახდენენ", - განაცხადა ქოიავამ.