მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება

62597d9cbd0d9
BM.GE
15.04.22 18:18
1061
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საავიაციო სექტორის 60-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან დარგში არსებული ვითარება, გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს საავიაციო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მის სწრაფ აღდგენაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკის სხვა მიმართულებების, განსაკუთრებით კი ტურიზმის მდგომარეობა. მისი თქმით, მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო რეგულარულად მართავს შეხვედრებს ბიზნესის დარგების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად განიხილავს ამა თუ იმ სექტორში არსებულ ვითარებას.

„დღეს საქართველოში ოპერირებით არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია ინტერესდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კვირაში 400-დან 450 ფრენამდე შესრულდება, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მოგზაურების შემოყვანას ჩვენ ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ გადაზიდვების ინდუსტრიას, ხელს შევუწყობთ დასაქმებას და ავიაციის სფეროში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობას საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.