21.ივლისი .2020 16:33

მარიამ ქვრივიშვილი: "ახალი პროექტებით დავეხმარებით კოვიდ-19-ით დაზარალებულ სფეროებს"

views 342
უკან

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს   გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ახალი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც როგორც ფოტოგრაფებს, ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დაეხმარება. ამის შესახებ bm.ge-ის ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„ჩვენი კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ძალიან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის მარკეტინგულ PR და ა.შ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შევხვდით ფოტოგრაფებს, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მათ გავაცანით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული ჯგუფის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი პროექტების ფარგლებში განახლდება ფოტო-ბანკი.

„დიდი ხანია სახელმწიფოს მსგავსი პროექტი არ განუხორციელებია, როდესაც ჩვენ ვატარებთ როგორც შიდა ასევე მარკეტინგულ კამპანიებს, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ვიზუალს. ეს არის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც ასახავსსაქართველოს ტურისტულ მიმართულებას. გვქონდაძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და პოზიტიურიშეხვედრა ფოტოგრაფებთან. მათი მხრიდანუკუკავშირი ძალიან პოზიტიური იყო. შევთანხმდით, რომ 3 პროექტის ფარგლებში დავიწყებთთანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ მსგავსი სახის პროექტებით ჩვენ დავეხმარებითისეთ სფეროებს, რომლებიც კოვიდ-19-ის დროსდაზარალდნენ. ამ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთაქტიურად ჩავრთოთ გიდები და სატრანსპორტოკომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ წვლილსშეიტანენ რეგიონალური ტურების მიმართულებით", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
N

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა