ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დღეს სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „მწვანე პასპორტი“ იყო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება და რომლის გარეშეც კვების ობიექტებზე მოქალაქეები აღარ დაიშვებიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საუბრისას აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარების და მისი გაუმჯობესების მიზნით ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების მნიშვნელობაზე. დისკუსიის მიმდინარეობისას სექტორის წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით მარიამ ქვრივიშვილს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს, მინისტრის მოადგილემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
„დღეს შევხვდით რესტორნების წარმომადგენლებს, გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საინტერესო დისკუსია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის უკუკავშირი და რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს იმ პოზიციას, რაც ბიზნესისგან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, იმედს ვიქონიებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული ეპიდმდგომარეობის დასტაბილურებისთვის და ამავდროულად, იქნება ბიზსესისთვის ხელსაყრელი პირობები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უახლოეს დღეებში კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრას საქართველოს რესტორატორთა ასოციაციისა და 35-მდე კვების ობიექტის ხელმძღვანელი დაესწრო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და შრომის ინსპექციის წარმომადგენელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ