მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ს წევრებს ძველ თბილისში უმასპინძლეს

5f60f016e6378
BM.GE
15.09.20 20:45
777
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მათ მეგზურობა გაუწიეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიების მასპინძლად საქართველოს დასახელება, ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და ცნობადობის გაზრდას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. UNWTO - ის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება, რაც დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, გააცნოს საკუთარი ბიზნეს-ხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს.
თბილისში საბჭოს 112-ე სხდომის მსვლელობისას, დაცული იქნება ყველა საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და წარმატებით მოქმედებს საქართველოში.

ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე 72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი ჩაიტარეს და საზღვარზე წარმოადგინეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება.