31.მარტი.2016 11:24
ეკონომიკა

მარიამ ვალიშვილი: სახელმწიფო რესურსით ენგურჰესის რეაბილიტაცია რთული იქნება

მარიამ ვალიშვილი: სახელმწიფო რესურსით ენგურჰესის რეაბილიტაცია რთული იქნება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის აზრით, სახელმწიფოს რესურსებით ენგურჰესის რეაბილიტაცია რთული იქნება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვალიშვილმა ენგურჰესზე განსახორცელებელი სამუშაოების შესახებ საუბრისას განუცხადა, ამ ობიექტთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს გარკვეული ხედვა აქვს.

"ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოებია კიდევ დარჩენილი. დაახლოებით 5 წელიწადში ერთხელ გვირაბის რემონტი უნდა განხორციელებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. რა მასშტაბის იქნება ეს სამუშაოები და როგორ დაიგეგმება, ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ჩვენ გარკვეული ექსპერტული დასკვნები გვაქვს, თუ როგორ გაკეთდეს პრიორიტეტიზაცია იმ სამუშაოებისა, რომელიც განსახორციელებელია და დამერწმუნეთ, ბევრ მილიონ დოლარზეა საუბარი", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ენგურჰესით ინვესტორის დაინტერესების წინაპირობები არ არსებობს.

"ეს სადგური ნაწილობრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და შესაბამისად, საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელება შეზღუდულია - ამას მხოლოდ სახელმწიფო ახერხებს, გარკვეული დოზით", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესი საპროექტო კომპანიებთან ერთად უნდა განხორციელდეს.

"ეს ძალიან კომპლექსური პროექტია - საუბარია სრულმასშტაბიან სამუშაოებზე, რომელსაც მომზადება სჭირდება და მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსებით ამის განხორციელება რთული იქნება", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
ავტორი: დავით ჯალაღონია

25.აპრილი.2019 23:04
55

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:59
79

"ვითიბი ბანკის" საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:35
146

კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:30
140

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებს უკვე შევეგუეთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:37
61

სებ–ის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.70 ლარი გახდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:40
125

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ვრცლად