მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ენდელაძე ეპიდსიტუაციაზე: მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არა - საგანგაშო

5f69a66f32961
ინგა მურუსიძე
22.09.20 11:29
789
"ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ არის, ვინაიდან კონტაქტების მოძიებისთვის მაქსიმალური მუშაობა მიდის. როგორც ენდელაძე ამბობს, მთავარია, მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან.

„ეპიდსიტუაციის მხრივ, ვხედავთ, რომ ძალიან კარგი სიტუაცია არ არის, მდგომარეობა არის ძალიან საყურადღებო და არა - საგანგაშო. გუშინდელის შემდეგ მაჩვენებლებმა მოიმატა, მაგრამ ეს რიცხვი არ არის დრამატული მატება და ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა - საგანგაშო. ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს, რადგან უკვე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია 35 სტაციონარი, რომელიც ემსახურება კოვიდინფიცირებულებს, კიდევ ხდება მათი დამატება, ასევე მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შეძლონ პაციენტების შეფასება. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა კარგად მოერევა ამ საკითხს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა.